მრავლისმომცველი „კოსმო“ – ხელნაკეთი აქსესურები

© FB / Cosmoხელნაკეთი ყელსაბამი
ხელნაკეთი ყელსაბამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კოსმო” საუცხოო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესურების ბრენდია. ეს ის ადგილია, სადაც საინტერესოსთან ერთად ბევრ ორიგინალურ ნივთსაც აღმოაჩენთ.

სოფიკო მუხულიშვილი და თამარ აფციაური დეტალურად მოგვითხრობენ თავისი ნამუშევრების შესახებ.

© FB / Cosmoხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი აქსესუარები

— რამდენი ხანია რაც „კოსმო“ არსებობს?

— თამო: „კოსმო" 2015 წლის აგვისტოდან არსებობს, 2 წელზე მეტია, რაც ბაზარზე ვართ, თავიდან მხოლოდ ონლაინ-გაყიდვებით შემოვიფარგლებოდით, რამდენიმე თვეში კი  ჩვენი პირველი მაღაზიაც გაიხსნა.

— რატომ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ხელნაკეთი ნივთები?

— სოფიკო: ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავიწყეთ ხელნაკეთი ნივთების დამზადება, თავიდან თოჯინებისთვის, შემდეგ კი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნელ-ნელა ჩამოგვიყალიბდა იდეები. ბოლოს კი ორთავემ თავი დავანებეთ სამსახურს და დავიწყეთ ჩვენი საქმის კეთება.

მუშაობის პროცესზე მოგვიყევით,  რამდენი ადამიანი მუშაობთ და ვინ რას აკეთებთ?

— თამო: „კოსმო“ ორ დეიდაშვილს ეკუთვნის და უმეტეს საქმეს ორივე თანაბრად ვინაწილებთ. მაგალითად, თუ სოფო მაღაზიების მენეჯმენტზე ზრუნავს, ამუშავებს ტყავის ბლოკნოტებს, მე კომპიუტერში ვაწყობ ნახაზებს ან ვამზადებს ცოცხალი ყვავილების გულსაბნევებს. 

© FB / Cosmoხელნაკეთი ყელსაბამები
ხელნაკეთი ყელსაბამები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ყელსაბამები

სახელი „კოსმო“ რატომ შეურჩიეთ თქვენს ბრენდს?

— სოფიკო: „კოსმო“, როგორც კოსმოსი, გლობალურია, მოიცავს ყველაფერს და ვცდილობთ ჩვენი ნამუშევრებიც, სახელის მსგავსად, ბევრის მომცველი იყოს. სახელზე საკმაოდ დიდხანს ვმსჯელობდით. ბოლოს, გუნდის ორივე წევრი შევთანხმდით ამ სახელზე. ამასთან, გვინდოდა მომხმარებლისთვის ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. 

რას სთვაზობთ მომხმარებელს? 

— სოფიკო: მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთი ნივთების ფართო ასორტიმენტს, რომლებიც იქმნება ჩვენს სახელოსნოში, ან რამდენიმე სხვა დიზაინერის მიერ. კოსმოსთვის ვამზადებთ შემდეგ აქსესუარებს: 

ხის: ბეჭდები, ყელსაბამები, საყურეები, ბლოკნოტები,  ბრელოკები,  ბაფთები,  მოხატული ბროშები და სხვადასხვა სუვენირები.

პოლიმერული თიხის: ყელსაბამები, ჭიქები, გულსაბნევები, საყურეები, სამაჯურები, ბრელოკები, თმისსამაგრები, აბადოკები.  

ნატურალური ქართული ტყავის: სამაჯურები, ბლოკნოტები.

ბუნებრივი ყვავილების: ყელსაბამები, სამაჯურები. 

ასევე გვაქვს მეტალის და შუშის კომბინაციით: ყელსაბამების, სამაჯურების, საყურეების, ბეჭდების, თმის სამაგრების დიდი არჩევანი.

© FB / Cosmoხელნაკეთი აქსესუარები
ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი აქსესუარები

აქსესუარების დამზადების გარდა, მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას საჩუქრის შეძენისათვის. „კოსმოს“ სტენდთან ან მაღაზიაში მოსულს კომპეტენტური და კეთილგანწყობილი თანამშრომელი გიმასპინძლებთ,  რომელიც შერჩეულ ნივთს ხელნაკეთი შეფუთვითაც გაალამაზებს.

სტენდის და მაღაზიის დიზაინზეც განსაკუთრებულად ვმუშაობთ ხოლმე, რათა  ყველასგან გამორჩეული და თბილი გარემო დახვდეს ჩვენს სტუმრებს. 

მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი დრო, ან უბრალოდ ამჯობინებენ სახლიდან გაუსვლელად ნივთების შეძენას, მათ  ჩვენს „ფეისბუქის“ გვერდზე  შეუძლია ნებისმიერი ნივთი შეძინონ ონლაინ, რომელსაც სასურველ მისამართზე მივუტანთ მაქსიმალურად მოკლე დროში.

© FB / Cosmoჭიქა
ჭიქა - Sputnik საქართველო
ჭიქა

— რით არის  გამორჩეული თქვენი ნივთები სხვა ხელნაკეთი აქსეურებისგან? 

— სოფიკო: ხარისხი და პროდუქციის მრავალფეროვნება არის ჩვენი მთავარი უპირატესობა. გვაქვს წარმოების მრავალი მიმართულება. ვცდილობთ, ყველაფერი  იყოს ჩვენს სახელოსნოში დამზადებული. ჩვენთვის პრიორიტეტია შევქმნათ არა მხლოდ ხარისხიანი პროდუქცია, არამედ ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესოები მომსახურების სფეროშიც.  

„კოსმო“ — ეს არის სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი. ჩვენ, ყველა ერთად ვცდილობთ მომხმარებელზე  მორგებული პროდუქტი შევქმნათ და მივაწოდოთ მათ ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტულად და ბედნიერად იგრძნონ თავი. ვფიქრობთ, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

© FB / Cosmoჭიქა
ჭიქა - Sputnik საქართველო
ჭიქა

არ გაგიჭირდათ ბაზარზე დამკვიდრება?

— თამო: ბაზარზე დამკვიდრება, ვფიქრობთ, არავისთვისაა მარტივი. ამაში მუდმივი შრომის და დიდი ენერგიის ჩადება მოგვიხდა, სხვანაირად განვითარების შესაძლებლობა არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ჩვენი საწყისი კაპიტალი 10 ლარიც არ იყო.  მთავარია მონდომება და მიზანი. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მუდმივად თავდაუზოგავად შრომობს, რომ კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს „კოსმომ“ თავისი ადგილი ბაზარზე. 

— როგორც ვიცი ერთ-ერთი გამორჩეული აქსესუარი ყელსაბამებია ცოცხალი ყვავილებით… 

— თამო: დიახ ნამდვილად, თანაც უპირატესობა ისაა, რომ ყვავილი ინარჩუნებს ბუნებრიობას და არ იცვლის პირვანდელ სახეს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ცოცხალი ყვავილები ხესთან კომბინაციაში. ეს ყელსაბამები მათთვისაა, ვისაც უყვარს ყველაფერი „ბუნებასთან ახლოს“. 

© FB / Cosmoგულსაბნევი
გულსაბნევი - Sputnik საქართველო
გულსაბნევი

დამზადების პროცესზე რომ მოგვიყვეთ, რადაგან ბევრს აინტერესებს როგორ ამზადებთ ყელსაბამებს ყვავილებით?

— სოფიკო: გამხმარი ან გამომშრალი ყვავილი  იფარება სპეციალური მასალით, რომელიც უნარჩუნებს ცოცხალ სახეს მუდმივად. ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესი ყვავილების შეგროვებაა. ზოგიერთი მათგანი კახეთის მინდვრებიდან მოგვაქვს. 

— სამომვალო გეგმები  — უახლოეს მომავლში რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის?

— სოფიკო: სამომავლოდ „კოსმოს“ ძალიან ბევრი გეგმა აქვს…  პირველ რიგში, გვინდა გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილი და ქალაქის ცენტრში სულ მალე გავხსნით კიდევ ერთ  „კოსმოს“. იგეგმება სახელოსნოს გაფართოება, რაც ახალი პროდუქციის შექმნასაც გულისხმობს.

 

ნინი რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0