ფოტოგამოფენა ბერლინის კედლის დანგრევის შესახებ შევარდნაძის გარეშე: ოჯახის რეაქცია

© Sputnik / Levan Avlabreliბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა თბილისში
ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებმა უხეში შეცდომა და ისტორიის იგნორირება უწოდეს იმას, რომ ფოტოგამოფენაზე, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას მიეძღვნა, მისი ფოტო არ აღმოჩნდა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებით მოწყობილ ფოტოგამოფენაზე ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ფოტოს არარსებობის გამო ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების კომენტარებზე რეაგირება მოახდინა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე საზეიმო ვითარებაში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა და საქართველოში გერმანიის ელჩის ჰაიკე პაიჩის თანდასწრებით დაიდგა. ღონისძიების შემდეგ ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებმა ელჩისადმი მიმართვა გაავრცელეს, ფოტოგამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოს არარსებობის გამო, რომელმაც იმ დროს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფმა ბერლინის კედლის დანგრევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში“, — ციტირებს საინფორმაციო საგენტო Новости-Грузия მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას.

ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაამონტაჟეს - Sputnik საქართველო
ბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე

იქვე აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი გამოფენაზე მხოლოდ მიწვეული სტუმარი იყო და მის ორგანიზებასთან კავშირი არ ჰქონია.

„გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული“, — ხაზგასმით აღნიშნეს მთავრობაში.

ქართულმა ტელეარხებმა შევარდნაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისადმი მიმართვის ნაწყვეტები გაავრცელეს.

„ამ ექსპოზიციაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი, როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს. გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია“, — ნათქვამია მიმართვაში. 

შევარდნაძის ოჯახმა გამოხატა რწმენა იმისა, რომ დაშვებული შეცდომა გამოსწორდება.

© Sputnik / Levan Avlabreliბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე თბილისში
Фрагмент Берлинской стены в Тбилиси  - Sputnik საქართველო
ბერლინის კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე თბილისში

„გვჯერა — თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!“ — ნათქვამია მიმართვაში.

შევარდნაძის შვილიშვილებმა საკუთარი აზრი Facebook-ის გვერდზებზე ცალცალკეც გამოხატეს.

„ძალიან იშვიათად ვწერ ჩემს ბაბუაზე საერთოდ რამეს, მითუმეტეს პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ძალიან მიმძიმს სიჩუმე. და მტკივა გული. მარტო საქართველოში შეიძლება გაიხსნას ევროპის მოედანზე გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტით და არ იყოს იქ ჩემი  ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო. ეს არც ადამიანურ, არც ობიექტურ, და მითუმეტეს არც ისტორიულ ლოგიკაში არ ჯდება. საინტერესოა, თუ საერთოდ ექნებოდა ხალხს იმის საშუალება, რომ კედლის ფრაგმენტს ხელით შეეხოს, არამც თუ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის, უდიდესი როლი ბერლინის კედლის დანგრევაში და ევროპის გაერთიანებაში“, — დაწერა სოფო შევარდნაძემ Facebook-ზე. 

არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გაკვირვება ექს-პრეზიდენტის შვილიშვილმა ლაშა შევარდნაძემაც გამოხატა. „ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. დანარჩენს ისტორია დაადასტურებს“, — დაწერა მან Facebook-ზე.

ედუარდ შევარდნაძე - Sputnik საქართველო
მამათის მოსახლეობა: შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნა დაგვიანებულიც კია

ლაშა შევარდნაძემ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი გააზიარა, რომელმაც ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნაზე ექს-პრეზიდენტის ფოტოს არარსებობის გამო გაკვირვება გამოხატა და ისტორიაში მისი მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა.

„პრემიერის სწორი და დროული პოზიცია. მისი არ იყოს, მეც მაკვირვებს“, — დაწერა ექს-პრეზიდენტის შვილიშვილმა.

ედუარდ შევარდნაძემ, როგორც სსრკ-ის წარმომადგენელმა, საკუთარი ხელმოწერა დატოვა ე.წ. "ხელშეკრულება 2+4"-ზე, რომელშიც გერმანიის გაერთიანების საგარეოპოლიტიკური ასპექტები დაფიქსირდა.

ხელშეკრულებას, რომელსაც "დიპლომატიის ვარსკვლავურ საათს" უწოდებენ, მოსკოვში 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოაწერეს: გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკიკამ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე საფრანგეთმა, აშშ-ბმა, დიდმა ბრიტანეთმა და სსრკ-მა.

გერმანია ევროპული თანამეგობრობის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წელს ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა. საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი — საჩუქარია, რომელიც კვირიკაშვილს 16 ივნისს გერმანიაში ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.


ყველა ახალი ამბავი
0