13 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის გამო ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლოს ჩაქუჩი
სასამართლოს ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და მას  8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
იმერეთის ერთ-ერთ რაიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლე გააუპატიურა

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბრალდებულს 13 წლის გოგონასთან რამდენჯერმე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული 2017 წლის 1 მარტს თბილისში დააკავეს. სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ყველა ახალი ამბავი
0