თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მანდატურმა მოსწავლეთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, იუწყება ტელეკომპანია „მაესტრო“.
მანდატური 40 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს. 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა.
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ საქართველოს განათლების სამინისტროში და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს მამაკაცთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, რადგან 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ორსულადაა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.