არასრულწლოვანთა დაქორწინება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnik / Бесик Пипияახალგაზრდები
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ შეწყვიტა საჯარო თუ კერძო სკოლებში სწავლა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ადრეულ ასაკში დაქორწინების გახშირებული შემთხვევების გამო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წამოაყენა წინადადება, ცვლილებები შევიდეს კანონში „სამოქალაქო აქტების შესახებ“. 

ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოში მცხოვრებ არასწრულწლოვან – 16-დან 18 წლამდე – მოქალაქეებს, საპატიო მიზეზით დაქორწინების უფლება მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში ექნებათ. 

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც ხშირ შემთხვევაში მშობლებს შორის თავიანთი შვილების დაქორწინების თაობაზე გარიგების შედეგია. მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული უმეტესად განაპირობებს არასრულწლოვანთა მხრიდან სწავლისთვის თავის დანებებას“, — წერია  კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები სახალხო დამცველის აპარატიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად ხდება არასწრულწლოვანების მხრიდან განათლების მიღბაზე უარის თქმის მიზეზი. 

„საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე,  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება“, აღნიშნულია კანონპროექტში. 

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინება მშობლების ან მეურვის წინასწარი განცხადების საფუძველზე დაიშვება.  

 


ყველა ახალი ამბავი
0