სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

© Sputnik / Levan Avlabreliხორცი
ხორცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგრარული ბაზრების მონიტორინგის ფარგლებში 200-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის — ხორცის და რძის პროდუქტების სექციებზე.

„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი" 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნეს-ოპერატორი ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა.შ.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნეს-ოპერატორი, რომელთაგანაც ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ქართული პური - Sputnik საქართველო
აიკრძალა პური „მხნეობას“ წარმოება

„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 — რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, ხოლო 18 ბიზნეს-ოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პურის ქარხანა „მხნეობა" შეამოწმეს, რომელსაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდა, გარდა ამისა, ის 1000 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აგრარული ბაზრების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება.

მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნეს-ოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0