აიკრძალა პური „მხნეობას“ წარმოება

გამოწერა
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელმა პურში თაგვი აღმოაჩინა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. პურის ქარხანა „მხნეობას" საწარმო პროცესი სანიტარული ნორმების დარღვევის გამო შეუჩერეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელმა იყიდა პური „მხნეობა" და მასში თაგვი აღმოაჩინა. „მხნეობა" მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან საფუარის გარეშე გაღვივებული ხორბლის გამოყენებით ცხვება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შეამოწმეს კომპანია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები აღმოაჩინეს. კომპანიას საწარმო პროცესი შეუჩერეს, ასევე ის 1000 ლარით დაჯარიმდა.

ერთ-ერთი-თბილისური რესტორანი - Sputnik საქართველო
საქართველოში 83 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვასილ ბასილაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ყველა შეუსაბამობას აღმოფხვრის, შემოწმების შემდეგ საწარმო პროცესი აღდგება.

საქართველოს სურსათის სააგენტო აღნიშნული კომპანიით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც მომხმარებელი ალექსანდრე მახარაშვილი ტელეკომპანია „იმედს" დაუკავშირდა და განაცხადა, რომ პურში გაურკვეველი მასალა აღმოაჩინა.

სურსათის სააგენროში აცხადებენ, რომ 2017 წლიდან სპეციალისტებმა პურის 20 ნიმუში აიღეს, ხოლო კომპანიების შემოწმება 690-ჯერ განახორციელეს. შემოწმების შედეგად 143 ობიექტი დაჯარიმდა. ჯარიმები ძირითადად ეტიკეტირების წესების დარღვევას უკავშირდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0