საქართველოში 83 კვების ობიექტი დაჯარიმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი-თბილისური რესტორანი
ერთ-ერთი-თბილისური რესტორანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო შემოწმებები სისტემატურად ტარდება.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სტანდარტებისა და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა 83 კომპანია, რომლებიც კვების პროდუქტების წარმოებით, რეალიზებით და მოხმარების ორგანიზებით არის დაკავებული.

12-დან 18 ივნისამდე პერიოდში თბილისსა და რეგიონებში საზკვების ობიექტებში, აგრარულ ბაზრებში, ხორცის, ხორცპროდუქტებისა და პურფუნთუშეულის წარმოებებში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ბუფეტებში, მაღაზიებსა და საწყობებში 258 ინსპექტირება ჩატარდა.

თბილისის ერთ-ერთი კაფე - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სისუფთავისთვის ბრძოლა გრძელდება

შემოწმების შედეგად იმ 83 კომპანიიდან, რომლებიც დააჯარიმეს, 28 საერთოდ დახურეს.

მსგავსი სახელმწიფო შემოწმებები პერმანენტულად ტარდება.

შემოწმების დროს სპეციალისტები აფიქსირებენ ნაწლავური ინფექციების დაავადებების, ეპიდემიისა და სხვა იმ დაავადებების შემთხვევებს, რომლებიც გამოწვეულია კვების უხარისხო პროდუქტებით; კვების პროდუქტების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევებს, გარემოს დაბინძურების, ასევე მომხმარებლის მოტყუების შემთხვევებს.

ყველა ახალი ამბავი
0