საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა კვიპროსს მოუგო

© Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური მატჩებისგან განსხვავებით, ამხანაგურ მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით 1:0 ამხანაგურ მატჩში კვიპროსის ნაკრებს მოუგო.

ერთადერთი გოლი კვიპროსის ფეხბურთელების უხეში შეცდომის შემდეგ 24-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარი ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელებმა ეს უპირატესობა გოლებად ვერ აქციეს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - მორიგი რეგრესი ფიფას რეიტინგში

მეორე ტაიმში მინდორზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში კვიპროსელები გააქტიურდნენ და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ. მათი ძალისხმევის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და საქართველომ მოიგო — 1:0.

საქართველოს ნაკრებისთვის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ეს გამარჯვება მეოთხე გახდა. მანამდე, ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა მოუგო ესპანეთს (1:0), ლატვიას (5:0) და სენტ-კიტს და ნევისს (3:0). ოფიციალურ შეხვედრებში ვაისის მწვრთნელობის დროს ფეხბურთელებმა ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ 13 ნოემბერს გამართავს. მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0