ჰიდროენერგეტიკის კონგრესი თბილისში 2018 წელს გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრის ხედი - სასტუმროები Biltmore და Radisson
თბილისის ცენტრის ხედი - სასტუმროები Biltmore და Radisson - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" მეორედ მასპინძლობს და შეკრებს შორეული და ახლო უცხოეთიდან ენერგეტიკის სფეროს უამრავ ექსპერტს, კერძო სექტორის წარმომადგენელსა და სახელმწიფო მოხელეს

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 2018 წლის 14-15 თებერვალს მეორედ ჩატარდება საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია", განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

„ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" — ეს არის დიალოგის, გამოცდილების გაცვლის, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებების გადაჭრისა და ძალისხმევის კონსოლიდაციის პროფესიული მოედანი, რომელიც რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ჰოდროელექტროსადგურების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია/მოდერნიზაციის პროექტების ეფექტური რეალიზების მიზნით იმართება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონგრეს "ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზიას" საინფორმაციო პარტნიორი გახდება.

საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია - Sputnik საქართველო
საქართველოს პერსპექტივებს ჰიდროენერგეტიკაში ვებინარზე განიხილავენ

კონგრესის ფარგლებში კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო პროექტების ეფექტური რეალიზაციის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა გაიმართება და ასევე საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში, სომხეთში, რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში მსხვილი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობისა და მოდერნიზაციის 40 პროექტის პრეზენტაცია შედგება.

კონგრესზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრი უსმონალი უსმონზოდა, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აიკ არუთინიანი, ყაზახეთის კომპანიათა ჯგუფ AES-ის პრეზიდენტი დუისენ მერგალიევი და კომპანია Adjaristsqali Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი.

საერთაშორისო კონგრესი "ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" თბილისში პირველად 2017 წლის 15-16 თებერვალს გაიმართა. კონგრესზე შეიკრიბა შორეული და ახლო უცხოეთის ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და სახელმწიფო მოხელე.

 

ყველა ახალი ამბავი
0