ჩხუბი თურქულ ბარში: დაკავებულია სამი პირი

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელები სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, მაგრამ ჩხუბში მონაწილეებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალციხეში ერთ-ერთ თურქულ ბარში ჩხუბის გამო სამი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 9 ნოემბრის ღამით ახალციხეში ერთ-ერთ თურქულ ბარში შევიდნენ, სადაც საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებთან ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბის დროს თურქეთის ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეს რუსეთში გოგონას გამო ჩხუბისთვის 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომელთა არაერთგზის მოთხოვნას — დაეცვათ წესრიგი, ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ. მათ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ისინი დააკავეს.

ახალციხეში ხუთშაბათს გამართულმა სასამართლო სხდომამ ახალგაზრდებს 10-დღიანი პატიმრობის ვადა შეუფარდა. მას შემდეგ, რაც დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ქუჩაში მათი ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი პოლიციელებმა სცემეს და საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა ტელეკომპანია Rustavi2-ს განუცხადა, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთს მრავლობითი ტრავმები აქვს მიღებული.

შსს-ს მტკიცებით, ერთ-ერთი დაკავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დეტალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ხულიგნობის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0