ტრანსგენდერის ცემის გამო ბრალდებულს ექვსი თვე მიესაჯა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლოს ჩაქუჩი
სასამართლოს ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა აღიარა, რომ ტრანსგენდერს გაუსწორდა და მას ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ტრანსგენდერს გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით გაუსწორდა. ტრანსგენდერმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით", — ნათქვამია განცხადებაში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია ნარკორეალიზატორი

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან აიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

„სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი, დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა. სასამართლომ მიიჩნია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბრალდებულის მხრიდან ტრანსგენდერი ქალის ცემა, მიზნად ისახავდა დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას", — ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0