თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია სამშაბათს, დილით ჩაატარეს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობისა და დასახელების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.