სახელმძღვანელოები შეცდომების გარეშე: განათლების სამინისტროს სიახლე

© Ministry of Culture and Monument Protection of Georgiaთბილის სკოლებში პროექტი „ცოცხალი წიგნები“
თბილის სკოლებში პროექტი „ცოცხალი წიგნები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა სასკოლო სახელმძღვანელობის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებს

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები შევა, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

სასკოლო სახელმძღვანელოების ხაროსხი და მათში არსებული შეცდომები მშობლების ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს. სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდება სასკოლო სახელმძღვანელოებში აღმოჩენილი შეცდომების ამსახველი ფოტოები.

„მინდა საზოგადოებას ვამცნო დიდი სიხარულით, რომ რეალურად ხდება შინაარსობრივი ცვლილება სახელმძღვანელოებში, რომლითაც ჩვენი შვილები ისწავლიან. ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაწყებულია. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებს საზოგადოების თითოეული წევრი, მიიღოს მონაწილეობა ახალი თაობის სახელმძღვანელოების შემუშავებაში და დახვეწაში. აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავალთ შინაარსობრივი პროცესის და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს", — განაცხდა მარიამ ჯაშმა პარლამენტში.

მოსწავლე ვაშლით - Sputnik საქართველო
სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო

სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი ნაწილია განათლების სამინისტროს 2017-2021 წლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, რომელიც სამინისტრომ ოქტომბრის ბოლოს წარადგინა.

სამინისტრომ შეიუშავა სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი ფორმატი, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში შევა. გრიფირების ახალი ფორმატის მიხედვით, სახელმძღვანელობს სკოლებში მხოლოდ ერთი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოაწოდებს.

განათლების სამინისტრო ასევე კომპანია Microsoft-თან ერთად ელექტრონული წიგნების შექმნაზე მუშაობს. ელექტრონული თუ ქაღალდის წიგნებით ისწავლიან მათი შვილები, ამას თავად მშობლები გადაწყვეტენ.

სახელმძღვანელობი სკოლებში უფასოდ რიგდება, სასწავლო წლის დასასრულს კი მოსწავლეებმა ისინი სკოლაში უნდა დააბრუნონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0