სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორები დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

პოლიცია - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია ნარკორეალიზატორი

სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული ნ.გ. სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „სადახლოში", ხოლო 1964 წელს დაბადებული ლ.უ. გარდაბნის რაიონში, ვაზიანის დასახლებაში დააკავეს.

პოლიციამ ორივე დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გარდა ამისა, ამოღებულია დაკავებულების მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი". 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების „ა" ქვეპუნქტებით).

ყველა ახალი ამბავი
0