პოლონეთში ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება

© FB / Giorgi Margvelashvili ქართველ ოფიცერთა სახლი დაბა პიასეჩნოში
ქართველ ოფიცერთა სახლი დაბა პიასეჩნოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლ-მუზეუმი ქართული კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდება

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, პოლონეთში დაბა პიასეჩნოში ქართული კულტურის ცენტრი ჩამოყალიბდება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაბა პიასეჩნოში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლი დაათვალიერა. პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი ახალი კონცეფციის მიხედვით, პოლონეთში ქართული კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდება.

„ეს არის ვარშავასთან ძალიან ახლოს, ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. ამ სახლში იგეგმება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოეწყოს ერთგვარი კულტურული წარმომადგენლობითი სივრცე, თავისი ეთნოგრაფიული დატვირთვით, სადაც მოხდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვა წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ცნობადობას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", — ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორიგი მარგველაშვილი პოლონეთში ქართული კულტურის მომავალი ცენტრის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე
Президент Грузии Георгий Маргвелашвили на благоустройстве территории будущего Центра грузинской культуры в Польше - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გიორიგი მარგველაშვილი პოლონეთში ქართული კულტურის მომავალი ცენტრის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე

ასევე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით იგეგმება სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით გაგრძელდება.

სახლი, რომელიც ამჟამად სახლ-მუზეუმია, ქართველ იუნკერს და პოლონეთის არმიის ოფიცერს ნიკოლოზ მათიკაშვილს ეკუთვნოდა და მისმა ქვრივმა ანა შოდე-მათიკაშვილმა 2007 წელს მიიღო გადაწყვეტილება საელჩოსთვის მისი კუთვნილი სახლისა და მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადაცემის შესახებ, რომელშიც 2011 წელს საქართველო-პოლონეთის მეგობრობის სახლი, იგივე, "ქართული სახლი" და პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი დაფუძნდა.

© FB / Giorgi Margvelashvili ქართული კულტურის მომავალი ცენტრის პროექტი პოლონეთში
Проект будущего Центра грузинской культуры в Польше - Sputnik საქართველო
ქართული კულტურის მომავალი ცენტრის პროექტი პოლონეთში

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმის ეზოში სიმბოლურად საქართველოდან ჩატანილი მუხის ხე დარგო და „გოგლას ვაზის" ნაყოფი დააგემოვნა, რომელიც ამავე ეზოში ცნობილმა ქართველმა პოეტმა, ნიკოლოზ მათიკაშვილის ახლო ნათესავმა გიორგი ლეონიძემ წლების წინ დარგო.

გიორგი მარგველაშვილი და ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო
საჩუქრები და მოწვევა: მარგველაშვილის ვიზიტი პოლონეთში

მარგველაშვილი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 7 ნოემბერს ეწვია, მას თან ახლავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი. პრეზიდენტს ასევე მისი ქალიშვილი ანა ახლავს.

მარგველაშვილი პოლონეთში შეხვდა სახელმწიფოს პირველ პირებს — პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრ ბეატა შიდლოს. ვიზიტი დღეს, 9 ნოემბერს დასრულდა და პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა.

2017 წელს საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნებმა 15 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფომეს, რომლებიც ქვეყნების თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არეგულირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0