კობახიძე: შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება განსაკუთრებული პრიორიტეტია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია „შრომითი უსაფრთხოება - ცვლილებების დღის წესრიგი“.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოში შრომითი უფლებების დასაცავად ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

„განსაკუთრებული პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება და ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. შესაბამისი ინიციატივები არის უკვე შეტანილი საქართველოს პარლამენტში და შესაბამისი კანონპროექტები იქნება მიღებული საკანონმდებლო ორგანოს მიერ უახლოეს მომავალში", — განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონფერენციის „შრომითი უსაფრთხოება — ცვლილებების დღის წესრიგი“ მისასალმებელი სიტყვით გახსნის შემდეგ.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
უცხოეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეთათვის ახალი შრომითი რეგულაციები ამოქმედდა

კონფერენციაზე შრომითი უფლებების, შრომის უსაფრთხოების და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების, ეკონომიკაში ქალთა როლის გაძლიერების, თანაბარი ანაზღაურების, მშობლის უფლებებისა და სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე მსჯელობენ, იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.

ღონისძიებაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს და ის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0