ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის კანდიდატურები უახლოეს მომავალში დასახელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2012 წლიდან სახალხო დამცველის პოსტს უჩა ნანუაშვილი იკავებს, რომელმაც ამ პოზიციაზე გიორგი ტუღუში შეცვალა. ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიმართა და კანდიდატურების დასახელება უახლოეს მომავალში მოხდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

2012 წლიდან სახალხო დამცველის პოსტს უჩა ნანუაშვილი იკავებს, რომელმაც ამ პოზიციაზე გიორგი ტუღუში შეცვალა. ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

კანონმდებლობის თანახმად, სახალხო დამცველს  საქართველოს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი: „თვითმმართველობის არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ის კრიტერიუმებიც დაასახელა, რომელსაც შერჩევის პროცესი დაეფუძნება.

„ეს არის მიუკერძოებლობა, მათ შორის — პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნის შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ის კრიტერიუმებია რომელსაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0