ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულო ერთით ნაკლები დეპუტატით იმუშავებს

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხი
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდში დაღუპული მაჟორიტარი დეპუტატის ადგილმონაცვლის შუალედური არჩევნები სავარაუდოდ მომავალი წლის მაისში გაიმართება

თბილისი. 8 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდის ახალ საკრებულოს გაზაფხულამდე ერთით ნაკლები დეპუტატით მოუწევს მუშაობა. ამის შესახებ Sputnik საქართველოს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა.

მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, წამოიჭრა საკრებულოში მისი ადგილმონაცვლის არჩევის საკითხი.

112 - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი ემსხვერპლა

„დამატებით არჩევნები 2018 წლის გაზაფხულზე  იგეგმება, თუ რამე არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსში, მანამდე კი საკრებულო 49 მანდატიანი წარმომადგენლობით იმუშავებს“, —  თქვა მირანდა მესხმა.

მისივე განცხადებით, შუალედური არჩევნები ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილმონაცვლის გამოსავლენად, სავარაუდოდ 2018 წლის მაისში გაიმართება.

 

თინათინ ბუკია

ყველა ახალი ამბავი
0