ტექდათვალიერების არარსებობის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი 50 ლარით დაჯარიმდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანები აღმაშენებლის გამზირზე წვიმაში
მანქანები აღმაშენებლის გამზირზე წვიმაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ყველა კატეგორიის ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას გულისხმობს

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ინიციატორები ექსპლუატაციაში მყოფი და შემოწმებაზე არ გამოცხადებული მანქანების მძღოლებისა და მფლობელების 50 ლარით დაჯარიმებას სთავაზობენ.

იურიდიულ პირთათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის ჯარიმა 200 ლარს შეადგენს, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთულ კანონპროექტში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე შევიდა. საპარლამენტო კომიტეტები კანონპროექტის განხილვას, სავარაუდოდ, პარასკევს დაიწყებენ.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ინიციატორია მთავრობა. 

ევაკუატორი დამტვრეული ავტომობილით - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში 11%-ით შემცირდა

ტექდათვალიერება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2004 წელს გააუქმეს. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ ტექდათვალიერების კვლავ დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით მისი ამოქმედება გადაიდო.

ამჟამად მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ტესტირება ნებაყოფლობითია, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების, ასევე მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი (რვაზე მეტი) ავტომობილებისთვის — აუცილებელი.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება 2018 წლის დასაწყისიდან იგეგმება.

კანონში "საგზაო მოძრაობის შესახებ" შესწორებების თანახმად, სავალდებულო პერიოდულ ტექდათვალიერებას გაივლიან ის ავტომობილები, რომლებიც ექსპლუატაციაში არიან მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და დარეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესებითს მიხედვით.

ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ ავტომობილების მფლობელები ამ მომსახურებაში 60 ლარს გადაიხდიან.


ყველა ახალი ამბავი
0