თბილისში რუსი ტურისტების ავტომობილის მინები ჩაამსხვრიეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე რუსმა ტურისტმა თბილისის დატოვება გადაწყვიტა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარ ინციდენტს იძიებს, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და რუს ტურისტებს შორის მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით. 

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოში: ხელისუფლება ხელს უწყობს სასტუმროების მშენებლობას

კონფლიქტი გასულ ღამეს მთაწმინდის პარკის შესასვლელთან მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ რუსი ტურისტები გაიქცნენ, ადგილობრივებმა კი მათი Mini Cooper S-ის მინები ჩაამსხვრიეს. დაპირისპირების მიზეზის შესახებ ინციდენტის მონაწილეებს მასმედიისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხულია ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, შედგენილია ოქმები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

პოლიციასთან საუბრისას ტურისტებმა განაცხადეს, რომ მათ არანაირი პრეტენზია არ აქვთ და საქართველოს დატოვებას ოთხშაბათს აპირებენ. შესაბამისად, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქმის გამოძიების შემდგომ ეტაპზე.

ყველა ახალი ამბავი
0