როგორ მოწმდება მედიკამენტების ხარისხი საქართველოში: ხელისუფლების პოზიცია

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა იმ მედიკამენტის ხარისხის შესამოწმებლად, რომლებიც ქართულ ბაზარზე შემოდის, უზარმაზარი რესურსებია საჭირო.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტების ხარისხი სათანადოდ არ მოწმდება, რამდენადაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რესურსები არ ჰყოფნის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ Palitranews-ის ეთერში.

მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად რეგულირების სააგენტოს მხოლოდ 170 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, აღნიშნა ზოიძემ.

„თუ პრეპარატი ევროგაერთიანებაშია დარეგისტრირებული, ეს ნიშნავს, რომ ის ხარისხიანია… ამიტომ, ზედმეტი თანხები რომ არ ვხარჯოთ, ჩვენ მას ვაღიარებთ. მართლა უზარმაზარი რესურსებია საჭირო, რათა თითოეული პრეპარატის ხარისხი შემოწმდეს", — განაცხადა ზოიძემ.

იმისთვის, რომ დადგინდეს ესა თუ ის პრეპარატი რა რაოდენობით შეიცავს აუცილებელ ნივთიერებებს, რამდენად ბიოაქტიური და ხარისხიანია, პარლამენტარის თქმით, დიდი თანხებია აუცილებელი. სახელმწიფო კონტროლს გარკვეული პრეპარატის შემოტანის დროს ახორციელებს, მაგრამ შემდეგ, როცა პრეპარატი სააფთიაქო ქსელში აღმოჩნდება, ხდება ლიმიტირებული კონტროლი, განაცხადა ზოიძემ.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს

ამ დროისთვის პარლამენტის დეპუტატები მთავრობის წევრებთან ერთად მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. კანონპროექტი პარლამენტში 2017 წლის ბოლომდე შევა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მედიკამენტებზე კონტროლი იწყება ნედლეულის ხარისხის შემოწმებით, საიდანაც მზადდება წამალი, და მთავრდება წარმოების პროცესის შემოწმებით.

„ეს საკმაოდ კომპლექსური სისტემაა. ხშირად გამიგონია, რომ (საქართველოში) არ არის სპეციალური ლაბორატორია და ამიტომ ჩვენ არ ვიცით, როგორია ეს მედიკამენტი… ჩვენ ლაბორატორიულ შემოწმებას როგორც საქართველოში — სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ისე გერმანიაში ვატარებთ, სადაც ორ წელზე მეტია მედიკამენტებს შესამოწმებლად ვაგზავნით", — აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის სიტყვებით, გასულ წელს საქართველომ მედიკამენტების 2,6% შეამოწმა, მაგალითად, ესტონეთმა კი 2,7%.

ყველა ახალი ამბავი
0