უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 ივლისიდან საქართველოში მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებზე უფასო მედიკამენტები გაიცემა

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემ უდასო მედიკამენტების სიას, შესაძლოა, ახალი დასახელებები დაემატოს, განუცხადა ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

საქართველოს 600 000-მდე მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერთა კატეგორიას ეკუთვნის, 1 ივლისიდან ყოველთვიურად საჭირო მედიკამენტებს იღებს.

„ბუნებრივია, ახალი მედიკამენტების დამატებას და საერთოდ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, კარგი ანალიზი სჭირდება თუ რა ხდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, როდესაც დაიწყო ეს ახალი პროგრამა. სწორედ ამ სტადიაში ვართ, ანალიზდება ახლა მიღებული შედეგები და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამაში რაღაც კორექტივები შევიდეს", — განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 

ქალი აფთიაქში - Sputnik საქართველო
ვინ მიიღებს უფასო წამლებს - ჯანდაცვის სამინისტროს სიახლე

პროგრამა 1 ივლისს ამოქმედდა. საუბარია 30 დასახელების მედიკამენტის შესახებ. პირველ ეტაპზე უფასო წამლებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

რაც შეეხება ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე მის განსახორციელებლად 5 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0