არც მამრობითი, არც მდედრობითი: გერმანიაში „მესამე სქესს“ დაარეგისტრირებენ

© photo: Sputnik / Alex Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიკიოლნი, გერმანია. საარქივო ფოტო
კიოლნი, გერმანია. საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ გენდერულ კუთვნილებაში ჯერ გარკვეული არ არის, გერმანიაში შესაბამის გრაფაში ის „მესამე სქესს“ მიუთითებს

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩანაწრებში (მმაჩის ბიუროებში) „მესამე სქესი“ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ლგბტ თემი ქორწინების რაობაზე კანონში ცვლილებების შეტანას აპროტესტებს

კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები 2018 წლის ბლომდე შევა. ცვლილებების მიხედვით, „სქესის“ გრაფაში არ იქნება მხოლოდ ორი ვარიანტი — „მამრობითი“ და „მდედრობითი“. 

ამგვარად გერმანიაში აპირებენ იმ პირთა სქესობრივი იდენტობის უფლების დაცვას, რომლებიც „ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკუთარ თავს ვერც მამრობით, ვერც მდედრობით სქესს ვერ აკუთვნებენ“.

მსგავსი პრაქტიკა მიღებულია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში, კანადაში, ინდოეთში, პაკისტანსა და ნეპალში.


ყველა ახალი ამბავი
0