ბათუმში კონდუქტორები ჟესტების ენაზე ალაპარაკდებიან

© photo: Sputnikბათუმის ქუჩები
ბათუმის ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინიციატივა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას „სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია“.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების კონდუქტორები ჟესტების ენას შეისწავლიან, ნათქვამია ბათუმის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პირველ ეტაპზე პროექტში 30 კონდუქტორი ჩაერთვება, ისინი ხუთდღიან სასწავლო კურსს გაივლიან, რომელიც სმენის არმქონე მგზავრებთან კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარებათ.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციისა“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე ყვითელი მიკროავტობუსებით დაინტერესდა

პროექტი საპილოტეა და საწყის ეტაპზე კონდუქტორების ნაწილის გადამზადებას ითვალისწინებს. სამომავლოდ პროექტის გაფართოება და მასში უფრო მეტი ადამიანის ჩართვა იგეგმება.

საქართველოში შშმ პირთათვის გარემოს ადაპტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. მათთვის საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, ისინი იღებენ სოციალურ დახმარებას, მათთვის საჭირო სპეციალურ მოწყობილობებს და ა.შ., მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რათა ამ ადამიანებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 123 600 შშმ პირია რეგისტრირებული, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. შშმ პირები, რომლებიც პირველ ჯგუფში შედიან და ასევე ბავშვები, თვეში 160 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას იღებენ, მეორე ჯგუფში — 100 ლარს, ხოლო მესამეში — 70 ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0