ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ერთ-ერთი სასწავლებლის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ ერთ-ერთი მოქალაქისგან 1000 დოლარი და 3 000 ლარი აიღო.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ყალბი დოკუმენტის ფლობისთვის დააკავა

გამოძიებამ დაადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

ბრალდებულმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ ერთ-ერთი მოქალაქისგან 1000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0