იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ყალბი დოკუმენტის ფლობისთვის დააკავა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ გ.ი.-ს დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა, მას ბრალად ქურდობა ედება.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. იტალიელმა სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების ფლობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
იტალიაში ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს

როგორც იტალიური მასმედია წერს, საფრანგეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ვენტიმილიას პოლიციამ 38 წლის გ.ი.-ს საბუთები ტურინი-მადრიდის ავტობუსით მგზავრობისას შეუმოწმა.

მამაკაცს ლიტვური პასპორტი და მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. დოკუმენტების ფალსიფიცირების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პოლიციამ პასპორტი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შეამოწმა.

პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ გ.ი.-ს დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა.

მას ბრალად ქურდობა ედება. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და ამჟამად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0