თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იტალიაში 39 წლის ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
ინციდენტი რომის გარეუბან ოსტიაში მოხდა.
მამაკაცმა მეუღლეს სასტიკად სცემა. ქალი, რომელსაც გულმკერდის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში 13 წლის მოზარდის ზარის შემდეგ პოლიციელები ადგილზე გამოცხადდნენ. ბავშვმა სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ მისი მშობლები ჩხუბობენ და ის მათ გაშველებას ცდილობს.
მამაკაცი რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.