საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში გაემგზავრა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლონეთში ვიზიტის პროგრამა ცნობილია

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომლის ფარგლებში შეხვდება სახელმწოფოს პირველ პირებს, მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და „ქართულ სახლს“ ეწვევა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისა და პოლონეთს პრეზიდენტის ანდჟეი დუდას პირისპირ საუბარი გაიმართება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად — გაფართოებული შემადგენლობით, შემდეგ კი პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 7-9 ნოებერს გაიმართება, მარგველაშვილი ასევე შეხვდება პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბეატა შიდლოს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის. 

პოლონეთის საელჩოს ახალი შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში პოლონეთის საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა

9 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი დაბა პიასეჩნოში „ქართულ სახლს" — პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლ-მუზეუმს ეწვევა და სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილ ხეს დარგავს.

მარგველაშვილს თან ახლავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

 

2017 წელს საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღნიშნეს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნებმა 15 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფომეს, რომლებიც ქვეყნების თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არეგულირებს.


ყველა ახალი ამბავი
0