სააკაშვილი პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცედურის დაწყებას აპირებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის გეგმა შეიმუშავა

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომიტინგეთა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცედურის დაწყებას აპირებს.

სამშაბათს რადის შენობის წინ დაიწყო მიტინგი, რომელიც საკაშვილის მიერ არის ორგანიზებული. შსს-ს მონეცემებით, მასში მონაწილეობას ათასამდე ადამიანი იღებს. მომიტინგეები მოითხოვენ გაუქმდეს დეპუტატების ხელშეუხებლობა, შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ანტიკორუფციული სასამართლო შეიქმნას.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძემ რუსულ თოქ-შოუში სააკაშვილს ავანტიურისტი უწოდა

„თუ ისინი გააგრძელებენ ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას… 3 დეკემბერს გთავაზობთ „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცედურის დაწყებას. ხალხმა ეს უნდა გააკეთოს“, — განაცხადა სააკაშვილმა სამშაბათს რადის წინ გამართულ მიტინგზე. მას არ დაუკონკრეტებია, რას წარმოადგენს ეს პროცედურა.

სააკაშვილმა ასევე მომიტინგეებს მოუწოდა, კიევში მიხაილოვსკის მოედანზე 12 ნოემბერს შეიკრიბონ და მოაწყონ მარში, ანტიკორუფციული სასამართლოსა და იმპიჩმენტის შესახებ კანონების მიღების მოთხოვნით. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მარშში მონაწილეობას მეუღლესა და შვილთან ერთად აპირებს.

ოქტომბრის შუა რიცხვებში სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ რამდენიმე ათასმა მომხრემ სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად უმაღლესი რადის კედლებთან კარვების ქალაქი მოაწყვეს. მომიტინგეთა ძირითადი მოთხოვნები: გაუქმდეს დეპუტატების ხელშეუხებლობა, შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ანტიკორუფციული სასამართლო შეიქმნას.

იური ლუცენკო - Sputnik საქართველო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის თანამებრძოლები გადატრიალებას გეგმავენ

19 ოქტომბერს რადამ რამდენიმე მოთხოვნის შესრულება დაიწყო. ორგანიზატორებმა მაშინ განაცხადეს, რომ „ახალი ძალების მოძრაობა“ საპროტესტო აქციას კიევში გაააგრძელებდა, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური ძალები მონაწილეობას წყვეტენ.

კონსტიტუციის მიხედვით, იმპიჩმენტი შეიძლება გამოუცხდონ პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ მან სახელმწიფო ღალატი ან სხვა დანაშაული ჩაიდინა. პროცედურა ითვალისწინებს რადაში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის დასკვნები პარლამენტის სხდომაზე განიხილება. ამ კომისიის დასკვნის მიხედვით რადა 226 ხმით პრეზიდენტისთვის ბრალდებების წაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, ხოლო იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილებას 300 ხმით იღებს, მაგრამ მანამდე რადამ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა უნდა მიიღოს, რომელიც ჩატარებული პროცედურის კანონიერებას ადასტურებს და ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა.


ყველა ახალი ამბავი
0