ბურჯანაძემ რუსულ თოქ-შოუში სააკაშვილს ავანტიურისტი უწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობებზე ისაუბრა და უკრაინაში მისი მოქმედება შეაფასა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ერთ დროს თანამოაზრეს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსულ თოქ-შოუ "60 წუთში" ავანტიურისტი უწოდა.

ბურჯანაძე მოსკოვში ოთხშაბათს გაემგზავრა, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუებში მიიღებს მონაწილეობას და რიგ არაფორმალურ შეხვედრებს გამართავს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს სკეპტიკურად უყურებს

„დიახ, სააკაშვილს მართლაც ტალანტი აქვს, ის არის ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს სათავისოდ სიტუაცია. ის, რა თქმა უნდა, ასევე ავანტიურისტია. ეს აბსოლუტურად ცალსახაა. და ის, რასაც უკრაინაში აკეთებს, ეს უკრაინას სასიკეთოდ არ წაადგება. და მე ძალიან მეშინია, რომ, სამწუხაროდ, უკრაინა ახლო მომავალში იმ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, რაც ჩემი აზრით წარმოიშვა იმ არასწორი ნაბიჯებით, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება დგამს", — განაცხადა ბურჯანაძემ რუსეთის ტელეარხის პირდაპირ ეთერში.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა ვერ შეძლო „ძალზე სერიოზული ძალების" მხარდაჭერის გარეშე მოქმედება.

„ის რომ ზურგს უკან არ გრძნობდეს გარკვეული ძალების მხარდაჭერას, ის ამაზე არ წავიდოდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მის ზურგს უკან აშშ-ის ძალზე სერიოზული ძალები დგანან, მის ზურგს უკან დგანან სპეცსამსახურები, რომლებსაც არ უნდათ, რომ უკრაინაში ვითარება დამშვიდდეს. რომლებსაც არ სურთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საერთო ენა გამოინახოს. რომლებსაც სურთ, რომ უკრაინაში მკვეთრად პროამერიკული და არა პროუკრაინული ხელისუფლება იყოს. და რომ მათ ეს ვითარება გამოიყენონ იმისთვის, რომ რუსეთისგან მაქსიმალურად ნეგატიური ხატი შექმნან. სწორედ ამას აკეთებს სააკაშვილი", — აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის განცხადებით, სააკაშვილი ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.

„მას დემოკრატიის შუქურას უწოდებენ, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ფეხქვეშაა გათელილი ევროპული და დასავლური ღირებულებები. ყველა ღირებულება, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და ელემენტარულ დემოკრატიულ ნორმებს", — განაცხადა ბურჯანაძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით ბურჯანაძე ხშირად სტუმრობს მოსკოვს. 2017 წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე მან განაცხადა, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებზე იმდენჯერ ჩავა, რამდენიც საჭირო იქნება. როგორც თავად აცხადებს, ამის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებაა.

ყველა ახალი ამბავი
0