მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს საბაგირო გზა დააკავშირებს

© FB / Zurab Pataradze აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაგიროს სანაპიროდან მწვანე კონცხამდე საბაგიროების მსოფლიო მწარმოებელი - კომპანია Doppelmayr-ი ააშენებს

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში იწყება უპრეცედენტო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებში იგეგმება საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს დააკავშირებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მწვანე კონცხი — საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია, რომელიც ბათუმის გარეუბანში მდებარეობს. მის მთავარ ღირსშესანიშნაობას ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს. მწვანე კონცხის სანაპირო ზოლი დაივინგის მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 1980-იან წლებში აშენებული საბაგირო გზა აღარ ფუნქციონირებს. ახალ საბაგიროს ცნობილი ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ი ააშენებს. საბაგირო გზა დღეში 5 000 ადამიანს მოემსახურება.

„ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება ზღვიდან მწვანე კონცხს მიაღწიოს. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარები და აუზები მოეწყობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

გოდერძი - Sputnik საქართველო
აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

საბაგიროს მშენებლობა ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში იგეგმება. ამავე ფონდის ფარგლებში მწვანე კონცხზე შენდება ხუთვარსკვლავიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც დამსვენებლებს წლის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც ოთხივე სეზონის განმავლობაში ტურიზმის განვითერებას შეუწყობს ხელს. 

კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი იქნება ღია და მას საზოგადეობრივი დანიშნულება ექნება.

პროექტის ღირებულება 110 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

საქართველოს ზღვისპირა მხარის მიმართ ტურისტების ინტერესი ყოველ წელს იზრდება. იანვრიდან სექტემბრამდე აჭარას 1,2 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0