თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ საგურამოს მიმართულებით ყველა მსურველთათვის უფასო ავტობუსები დანიშნა.
სახალხო დღესასწაული ილია ჭავჭავაძის ეზოსა და სახლ-მუზეუმში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართება.
ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ — 13:00 საათსა და 18:30 საათზე ვარდების მოედნიდან გავა.
წელს ილია ჭავჭავაძის ორი საიუბილეო თარიღი — დაბადებიდან 180 წლისთავი და გარდაცვალებიდან 110 წლისთავი აღინიშნება.