ილია ჭავჭავაძის სახლის რეაბილიტაცია იწყება

© FB / Мэрия Тбилисиდავით ნარმანია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში
დავით ნარმანია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა, იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება, ტარდებოდა ლიტერატურული საღამოები.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რესტავრაცია დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის facebook-გვერდზე პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სამუშაოებს პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი - Sputnik საქართველო
როგორ უყვარდათ საქართველოში

"ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, როცა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით აღდგება ილიას მუზეუმი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი", — აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ჭავჭავაძის მუზეუმი ჯავახიშვილის ქუჩაზე 1987 წელს გაიხსნა. თავის დროზე შენობა ილია ჭავჭავაძის დის — ელისაბედის საკუთრებაში იყო და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა.

ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. იქვე ფუნქციონირებდა ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებული გაზეთ "ივერიის" რედაქცია და ტიპოგრაფია.

XIX საუკუნეში სახლი ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა.

სამუზეუმო კომპლექსი, გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილსა და პურის საცხობს. ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0