დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტობას უმიზნებს?

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „შენების მოძრაობის" წევრებთან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გეგმებს განიხილავს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად ოპოზიციური პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საკუთარი ძალები შესაძლოა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსინჯოს, რომელიც 2018 წელს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლიდან გიორგი მარგველაშვილია. ის ქვეყნის მეთაურის პოსტზე კენჭს მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან" იყრიდა, თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მარგველაშვილისა და კოალიციის ლიდერთა გზები გაიყო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
ლარის კურსივით სწრაფად ცვალებადი საქართველოს კონსტიტუცია

„გამორიცხული არაა, რომ მე საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. იქნება ძალზე კონკრეტული გეგმა. ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილი გაცილებით ადრე გახდება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყება", — განაცხადა უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2018 წელს, ისევე, როგორც ადრე, ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ, მაგრამ არა ხუთი წლის, არამედ ექვსი წლის ვადით. შემდგეგ არჩევნებში კი პრეზიდენტის არჩევა ხმოსნების კომპეტენცია იქნება.

დავით უსუფაშვილი — „რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი, 2012-2016 წლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. იმ დროს მისი პარტია კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობაში შედიოდა.

კოალიცია „ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საბოლოოდ დაიშალა და „რესპუბლიკურმა პარტიამ", ისევე, როგორც კოალიციის დანარჩენმა ყოფილმა წევრებმა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. უსუფაშვილის პარტიამ ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და, შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0