ბენზინისა და დიზელის იმპორტით რუმინეთი ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებული საწვავის მოცულობა შემცირდა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 97,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლები გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საკუთარ facebook-გვერდზე.

ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის ოქტომბერში მხოლოდ ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,7 ათასი ტონა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,8 ათასი ტონით ნაკლებია, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით — 6 ათასი ტონით.

ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურზე - Sputnik საქართველო
ნავთობპროდუქტების იმპორტი ისევ შემცირდა

დიზელის საწვავის იმპორტი საანგარიშო პერიორში 46,4 ათასი ტონა იყო, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4,6 ათასი ტონით ნაკლებია, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით — 12,5 ათასი ტონით.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 „რეგულარი“ მარკის ბენზინი — 36,4 ათასი ტონა, ანუ 71,8%; A-95 „პრემიუმი“ მარკის ბენზინი — 14,2 ათასი ტონა, ანუ 28%, A-98 „სუპერი“ მარკის ბენზინი — 0,1 ათასი ტონა, ანუ 0,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით ოქტომბრის თვეში შეადგინა: 50PPM („ევრო დიზელი“) – 46,2 ათასი ტონა, ანუ 99,6%, L-62 დიზელის საწვავი — 0,2 ათასი ტონა, ანუ 0,4%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა რუმინეთიდან — 28,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი — 24,3 ათასი ტონა (25%), აზერბაიჯანი — 24,0 ათასი ტონა (24,7%), თურქმენეთი — 8,5 ათასი ტონა (8,8%), ბულგარეთი — 8,3 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი — 3,1 ათასი ტონა (3,2%).

ყველა ახალი ამბავი
0