ტყის ხანძრები საქართველოში: ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashvili112-ის თანამშრომელი
112-ის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე აღმოსავლეთ საქართველოში გაჩენილი სამი ხანძრიდან ორი ლიკვიდირებულია.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ს გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

პოლიციისა და სახანძრო სამსახურების მანქანები შიდა ქართლში - Sputnik საქართველო
საქართველოში მომხდარმა ხანძრებმა 53 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

გარდა ამისა, კვირას ხანძარი გაჩნდა კახეთის კიდევ ორ ადგილზე — გომბორის მთაზე, სადაც ცეცხლი ბალახს წაეკიდა და საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში. მეხანძრეებმა ორივე ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები და რა ფართობი ტერიტორია დაიწვა.

2017 წლის ზაფხულში საქართველოს ხანძრების სერია მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე მსხვილი ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან მომხდარი ტყის ხანძარი აღმოჩნდა, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სიტუაციას მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში მომხდარმა ხანძრებმა 53 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც 51,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში 13 ათასზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0