საქართველოში მომხდარმა ხანძრებმა 53 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციისა და სახანძრო სამსახურების მანქანები შიდა ქართლში
პოლიციისა და სახანძრო სამსახურების მანქანები შიდა ქართლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოში 13 000-ზე მეტი ხანძარი მოხდა, რაც შარშანდელ მონაცემებს 1,5-ჯერ აღემატება

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში გახშირებულმა ხანძრებმა 53 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 51,4%-ით აჭარბებს.

სულ 2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში 13 000-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. „საქსტატის“ მასალების მიხედვით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით ეს 52,5%-ით მეტია.

ხანძრების შედეგად სიკვდილიანობის ზრდის ფონზე ტრავმირებული ადამიანების რიცხვი შემცირდა. იანვრიდან სექტემბრამდე ცეცხლის გაჩენის შედეგად 176 ადამიანი დაშავდა (-8,8%).

საქართველოს შსს შენობა - Sputnik საქართველო
მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა

რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, წლის დასაწყისიდან ხანძრებმა 421 შენობა გაანადგურა (+28,4%).

გარდა ამისა, დაიღუპა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 70 სული, რაც გასული წლის ანალოგიურ პეიოდთან შედარებით 94,4%-ით მეტია. 

2017 წლის ზაფხულში საქართველოს ხანძრების სერია მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშრდა. ყველაზე მსხვილი ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან მომხდარი ტყის ხანძარი აღმოჩნდა, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სიტუაციას მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა.


ყველა ახალი ამბავი
0