„საზმაუს“ საჩუქარი: პირველი არხის ინფორმაცია შვიდ ენაზეა ხელმისაწვდომი

© photo: Sputnik / Aram Nersesyanპირველი არხის სომხურენოვანი ვებგვერდი
პირველი არხის სომხურენოვანი ვებგვერდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლები შეუერთოს საინფორმაციო ნაკადს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაცია ერთდროულად შვიდ ენაზეა ხელმისაწვდომი, განაცხადა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ.

„საიტის ქართულ ვერსიაზე გამოქვეყნებული ახალი ამბები ამიერიდან ხელმისაწვდომია სომხურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე“, განუცხადა გვიმრაძემ Sputnik-სომხეთის კორეპონდენტს.

პირველი არხის ვებგვერდმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მცხოვრები ყველა ერის საინფორმაციო ნაკადში ჩართვის მიზნით მიიღო. ამასთან, ქვეყანაში ჯერჯერობით კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის, ქართულის არცოდნა ეთნიკურ უმცირესობათა შორის. 

საკრებულო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული უმცირესობები სტაჟირებას თბილისის საკრებულოში გაივლიან

„ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი უნდა იყოს ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რომლებიც ქვეყანაში ხდება და არ უნდა ამოვარდეს [ინფორმაციული] ნაკადიდან“, — დაამატა გვიმრაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს, გაჩერდეს ამაზე. ამ დროისათვის სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს არაქართულენოვანი სეგმენტისთვის პირველი არხის საინფორმაციო მაუწყებლობის სტრატეგიის შესამუშავებლად. გამორიცხული არ არის, პირველი არხის ვებგვერდს საქართველოში მცხოვრები თემების ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბლოკი დაემატოს.

ყველა ახალი ამბავი
0