საქართველოს ეროვნული უმცირესობები სტაჟირებას თბილისის საკრებულოში გაივლიან

გამოწერა
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, თბილისის საკრებულოს საქმიანობას გაეცნობიან.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული უმცირესობების, მათ შორის, რუსული დიასპორის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოში სტაჟირება დაიწყეს, განაცხადეს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისა და უფლებების დაცვის რუსული ფონდის პრეს-სამსახურში.

უფრო ადრე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსა“ და საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ასირიული, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და რუსული დიასპორების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

ქართული დიასპორა ლონდონში - Sputnik საქართველო
„საქართველო გელოდებათ“ – ახალი პროგრამა ქართული დიასპორისთვის

სტაჟირების პერიოდში, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო და სამი თვე გაგრძელდება, სტუდენტები შეისწავლიან საკრებულოს საქმიანობას და თვითმმართველობის ფუნქციებს, რაც მათ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

რუსულ დიასპორას წარმოადგენს რუსული საზოგადოება „როდნიკის“ აქტივისტი რუსთავში, რუსული დიასპორის მრავალრიცხოვანი კულტურული ღონისძიებების მონაწილე, თეატრალური სტუდია „ზერკალოს“ მსახიობი ვიქტორ შარაპოვი.

სამი თვის შემდეგ სტაჟირებას საქართველოს სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი შეუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0