რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
რუსთავის მკვიდრის დაღუპვის მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
კვარიათში ზღვამ დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი გამორიყა

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრებია, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. სიკვდილის გამომწვევი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამოძიება აღიძრა სსკ-ის 115-ე მუხლით – "თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0