თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. დღეს დილით გონიო — კვარიათის აკვატორიაში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია „აჭარა“.
გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა უცნობია. ცხედარი იდენტიფიცირების მიზნით, სამაშველო სამსახურმა შესაბამის კრიმინალურ და საექსპერტიზო სამსახურებას გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.