ელექტრონული რეცეპტების გამოწერა სავალდებულო გახდება

© Fotolia / Narong Jongsirikulექიმი ავსებს ავადმყოფის ბარათს
ექიმი ავსებს ავადმყოფის ბარათს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს სიახლე გააჩენს შესაძლებლობას, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რათა ექიმებმა დიდი რაოდენობით წამლები აღარ გამოწერონ.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ექიმები ვალდებული გახდებიან, გამოწერონ ელექტრონული რეცეპტები. სიახლე ძალაში ჯერ თბილისში შევა, შემდეგ კი ეტაპობრივად დაინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ  TV პირველის ეთერში.

ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე ფასებს სახელმწიფო დაადგენს

2016 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი საპილოტე პროექტი აამუშავა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტებისთვის ელექტრონული რეცეპტები უნდა გამოეწერათ. ექიმებს ელექტრონული რეცეპტების გამოწერა აქამდე სურვილის მიხედვით შეეძლოთ, უახლოეს დროში კი ეს სავალდებულო გახდება.

აკაკი ზოიძის თქმით, ექიმების საპილოტე პროექტში ჩართულობამ მოლოდინები არ გაამართლა, ამიტომ ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო დანერგვაზე მიმდინარეობს მსჯელობა.

„პირველ რიგში საუბარია თბილისზე, სადაც შესაბამის ტექნოლოგიებსა და ონლაინ-რეჟიმზე წვდომის პრობლემა არც ექიმებს ექნებათ, არც აფთიაქებსა და არც პაციენტებს“, — განაცხადა ზოიძემ და დაამატა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა სახით დაინერგება პროგრამა.

დეპუტატის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში, მიუხედავად აკრძალვებისა, კვლავაც გრძელდება მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა. ეს სიახლე კი ასევე გააჩენს შესაძლებლობას, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რათა ექიმებმა დიდი რაოდენობით წამლები აღარ გამოწერონ.

„ამ რეფორმით უფრო ადვილი გახდება გავაანალიზოთ, რომელი ექიმი, რომელი დაწესებულება როგორ და რამდენ წამალს წერს“, — აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ელექტრონული რეცეპტები — ეს ცენტრალიზებული სისტემაა, რომლით სარგებლობაც ქვეყნის ყველა ექიმსა და სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია. სისტემის ტესტირება გასული წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0