თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საუდის არაბეთში უკვე იპოვეს ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც კვირა საღამოს ჩამოვარდა და რომლის ბორტზეც პრინცი მანსურ ბენ მუქრინი იმყოფებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ახალი ამბების სააგენტო Saudi Press Agency-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრინცთან ერთად ვერტმფრენში მისი თანმხლები ჩინოვნიკები იმყოფებოდნენ.
არაბული სააგენტო წერს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრინცი მანსურ ბენ მუქრინი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ერთდღიანი ვიზიტიდან ბრუნდებოდა.
საუდის არაბეთის ტელეარხ „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში პრინცი დაიღუპა, ხოლო მის თანმხლებთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისათვის გრძელდება ცოცხლად გადარჩენილების ძებნა.