თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვის ოლქის ბალაშიხას რაიონში საჩვენებელი ფრენებისას ან-2 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება Риа Новости მოსკოვის საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით.
ან-2 ტიპის თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე საჩვენებელ ფრენას ასრულებდა, მოულოდნელად პილოტმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა. მიწაზე ნგრევა ან მსხვერპლი არ არის.
თვითმხილველთა თქმით, კატასტროფის წინ თვითმფრინავის ეკიპაჟი თვითმფრინავის შოუს სანახავად შეკრებილი მაყურებლისგან შორს წაყვანას ცდილობდა.
კატასტროფის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველებმა გადაიღეს. მომხდარის გამო, ავიაშოუ შეწყდა, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.