ავიაკატასტროფა ბიშკეკში: თვითმფრინავი დასახლებას დაეცა

გამოწერა
ბიშკეკის აეროპორტ „მანასის“ მახლობლად Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი Boeing 747-400 ჩამოვარდა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სატვირთო თვითმფინავი Boeing 747-400 ჩამოვარდა ყირგიზეთის დედაქალაქში, საერთაშორისო აეროპორტ „მანასის“ მახლობლად, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 1,5 კილომეტრში, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი“ ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით.

თურქეთის ავიახაზების სატვირთო Boeing 747 ბიშკეკში ორშაბათს, დილით ჩამოვარდა და აეროპორტის მახლობლად სააგარაკო დასახლებას დაეცა. 

ამ დროისთვის ცნობილია დაახლოებით 30 დაღუპული ადგილობრივი მცხოვრების შესახებ, რომელთა შორის ექვსი ბავშვია და ოთხი ეკიპაჟის წევრი. 8 ადამიანი შემთხვევის ადგილიდან ჰოსპიტალიზებულია მძიმე მდგომარეობაში. 

სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747-400 აეროპორტ „მანასის“ ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 1,5 კილომეტრში ჩამოვარდა მაშინ, როცა დაფრენას ახორციელებდა. თვითმფრინავი თურქეთის ავიახაზების კუთვნილებაა და ასრულებდა რეისს ჰონგ-კონგი-ბიშკეკი-სტამბული. 

ყველა ახალი ამბავი
0