აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი დამსვენებლებს დეკემბრის დასაწყისიდან მიიღებს

© Ajara Tourism Portalკურორტი "გოდერძი"
კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი სეზონის განმავლობაში კურორტი „გოდერძი“ ერთდროულად 7,5 ათას ვიზიტორს უმასპინძლებს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს სამთო კურორტების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

კურორტზე მდებარე კოტეჯებში 72 ადამიანი დასაქმდება, სასტუმროებში კი – 30 ადამიანი. მთლიანობაში კურორტს ერთდროულად 7,5 ათასი ვიზიტორის მიღება შეუძლია.

2017 წლის დეკემბრის ბოლოდან ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ვერტმფრენი იფრენს. ვერტმფრენი რეისებს ოთხი თვის განმავლობაში, ზამთრის საკურორტო სეზონის დასრულებამდე შეასრულებს. ბათუმიდან გოდერძიმდე მანძილი ხმელეთით 109 კილომეტრს შეადგენს.

გოდერძის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
ზღვიდან - მთაში: ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ვერტმფრენი იფრენს

სეზონს აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსა და სამთო კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები გახსნიან.

გოდერძი — საქართველოს სამთო კურორტებიდან ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომელიც ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ ადგილად ითვლება. სამთო-სათხილამურო ტრასა გოდერძის უღელტეხილზე უნიკალურ კლიმატურ ზონაში მდებარეობს.

გასულ წელს კურორტზე თოვლის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია, რაც სამჯერ მეტია საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით.

სამთო-სათხილამურო ტრასების პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიებების გამართვა, კერძოდ, შეჯიბრება მთის ველოსპორტში, Off-Road-ი, Goderdzi Ethno Fest-ი და ა.შ.

კურორტზე სასტუმროს ტიპის ორ- და ოთხნომრიანი შვიდი კოტეჯი ფუნქციონირებს, რომლებიც 100 ადგილზეა გათვლილი. ზამთრის სეზონი აქ დეკემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება. თუმცა, გოდერძის მშვენიერი ბუნებით ტკბობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0