თბილისი, 11 მაისი — Sputnik. 2017 წლის დეკემბრის ბოლოდან ბათუმიდან გოდერძის მიმარტულებით ვერტმფრენები იფრენენ, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ვერტმფრენი ოთხი თვის განმავლობაში იფრენს, ზამთრის საკურორტო სეზონის დასრულებამდე. ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია განახორციელებს ავიარეისებს, რადგან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
ფრენები ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამისათვის 300 000 ლარია გამოყოფილი.
სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ მას შემდეგ, რაც გოდერძის მიმართულებით ვერტმფრენები ფრენას დაიწყებენ, სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.
ბათუმიდან გოდერძამდე მანძილი ხმელეთით 109 კილომეტრს შეადგენს.
გოდრეძის სამთო-სათხილამურო ტრასის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ სამთო ველოსიპედით შეჯიბრება, Off-Road-ი, Goderdzi Ethno Fest-ი და სხვა. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 000 ლარი გამოიყოფა.