ავიატაქსი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიხედი ილუმინატორიდან
ხედი ილუმინატორიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიატაქსის რეისების შესრულება საქართველოდან 2-3 საათის ფრენის მანძილზე, ასევე ქვეყნის ფარგლებში შეუძლია.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოში ავიატაქსის პოპულარობა იზრდება, ამიტომ კომპანია "ავიატორი", რომელიც გადაზიდვებს შიდა და საერთაშორისო მარშრუტებით ახორციელებს, ავიაპარკის გაზრდას და ოპერირების არეალის გაფართოებას გეგმავს, განუცხადა Sputnik საქართველოს ავიაკომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი მოლოდინაშვილმა.

"ავიატორი" — პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც დააფუძნა ჰოლდინგურმა კომპანიამ Adjara Group Hospitality-მ, რომელიც საჰაერო ტაქსის მომსახურება ყველა მსურველს სთავაზობს.

"კომპანიამ კომერციული გადაზიდვების განხორციელებაზე ლიცენზია მიიღო და თავისი საქმიანობა 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. დღევანდელ დღეს კომპანიის ავიაპარკი King Air C90GTx ტიპის ერთი თვითმფრინავიდან შედგება, რომელიც ხუთკაციანი ბიზნეს-კლასის სალონით და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი", — განაცხადა მოლოდინაშვილმა.

თვითმფრინავი ბაზირებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც საქართველოს ყველა აეროპორტში რეისებს სთავაზობს — ბათუმში, ქუთაისში, ამბროლაურში, თელავში და მესტიაში. კომპანია ასევე საერთაშორისო რეგიონალურ რეისებს სთავაზობს, ერევნის, ბაქოს, სტამბულის, თეირანის და სხვა ქალაქების ჩათვლით.

გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

"ეს ჩვეულებრივი ჩარტერული მომსახურებაა შეკვეთების შესაბამისად. ჩვენი საჰაერო ხომალდების რიცხვის გაზრდას და ჩვენი ოპერირების არეალის გაფართოებას ვაპირებთ", — განაცხადა მოლოდინაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავების პარკის გაზრდის თაობაზე უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მარშრუტებს საქართველოდან ორი-სამი საათის ფრენის მანძილზე ვახორციელებთ, დამკვეთის სურვილის შესაბამისად. ახლახან მინვოდის მიმართულებით რეისი განვახორციელეთ", — განაცხადა კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

მოლოდინაშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ქვეყნის მიმართულებით ფრენის განსახორციელებლად კომპანია ნებართვას იმ აეროპორტისგან იღებს, რომელშიც დაშვებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0