თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. კახეთში, სოფელ ართანაში მძიმე ვითარებაა. მეორე დღეა ტყის მასივი იწვის, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).
არხოტის ხეობაში დილიდან დიდი დაკვამლიანებაა. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა, სადაც ხმელი ხეები და ბალახი იწვის.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრშია.
ცეცხლი ტყის მიუვალ ნაწილებს უკიდია, რაც ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ართულებს, ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან.
ტერიტორიის ვერტმფრენით დაზვერვის შემდეგ გამთენიისას სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა. მის ლიკვიდაციას 11 დღე დასჭირდა.